ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა არგენტინელი ნახევარმცველის ანხელ დი მარიას გაფორმების შესახებ.
34 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა მას შემდეგ, რაც „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
გარიგების დეტალები არ სახელდება, თუმცა ადრე იტყობინებოდნენ, რომ დი მარია ტურინულ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მისი ხელფასი ექვსი მილიონი ევრო იქნება.
ახალ გუნდში არგენტინელი 22-ე ნომრით ითამაშებს.