ოფიციალურად - დანიელე დე როსი „რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
ოფიციალურად - დანიელე დე როსი „რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT

ჟოზე მოურინიოს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ „რომას“ ახალ მთვარ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი დანიელე დე როსი დაინიშნა, – ინფორმაციას რომაული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

დე როსი „რომას“ ღირსებას 17 წლის განმავლობაში (2002-2019) იცავდა. ამ პერიოდში მან „რომას“ შემადგენლობაში 616 მატჩი გამართა, გაიტანა 63 გოლი და 60 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დანიელე დე როსის სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი იტალიის ნაკრებს უკავშირდება, სადაც ის რობერტო მანჩინის შტაბში მუშაობდა. 2022 წლიდან კი სერია B-ს კლუბს, „სპალს“ ჩაუდგა სათავეში.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ „რომას“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზეა.