13 აგვისტოს ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ „იუვენტუსი“ დატოვა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტურინელთა ყოფილი ლეგიონერი „ინტერ მაიამის“ რიგებს შეუერთდა. ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ „ინტერ მაიამის“ ოფიციალური ვებვერდი წერს.
აღსანიშნავია, რომ მატიუდი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მქონე პირველი ფეხბურთელია, რომელიც MLS – ში იასპარეზებს.
მატუიდი ტურინულ გრანდში 2017 წელს „პარი სენ-ჟერმენიდან“ გადავიდა. 2019-20 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 45 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.