„ტორინოს“ ყოფილი თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი „რომას“ რიგებს შეუერთდა, – ინფორმაციას რომაული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ევროპულ პრესაში კი იუწყებიან, რომ 28 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ბელოტიმ „ტორინო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ტურინულ კლუბში კი ანდრეა ბელოტიმ სულ 251 მატჩი ჩაატარა და 113 გოლის ავტორი გახდა.
„კარიერის მოცემულ ეტაპზე მსურს, რომ ყოველდღიურად უფრო სრულყოფილი მოთამაშე გავხდე. ბედნიერი ვარ, რომ ამას „რომასთან“ ერთად გავაკეთებ“, – განაცხადა ანდრე ბელოტიმ.