„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა 21 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის შეძენის შესახებ. ფეხბურთელი 2018-19 წლების სეზონს „აიაქსში“ ჩაამთავრებს და პირველი ივლისიდან „ბარსელონას“ შეუერთდება.
დე იონგის შეძენაკატალონურ გრანდს 75 მილიონი ევრო დაუჯდა. კიდევ 11 მილიონს „აიაქსი“ სხვადასხვაგვარი ბონუსის სახით მიიღებს. დე იონგთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა „აიაქსის“ რიგებში 28 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.