ოფიციალურად - „ბარსელონამ“ ანტუან გრიზმანი შეიძინა
ოფიციალურად - „ბარსელონამ“ ანტუან გრიზმანი შეიძინა

ესპანეთის ჩემპიონმა „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ გამოისყიდა ფორვარდ ანტუან გრიზმანის კონტრაქტი, – იტყობინება კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი. გამოსასყიდმა თანხამ 120 მილიონი ევრო შეადგინა.

28 წლის ფრანგი „ბარსელონასთან“ 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს. ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა 800 მილიონი ევრო იქნება.

​გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან თამაშობდა. მადრიდულ კლუბში მის ანგარიშზეა 257 მატჩი, 133 გოლი და 50 შედეგიანი პასი.