ოფიციალურად - „ბაიერნმა“ მინ-ჟაე კიმი შეიძინა #1TVSPORT
ოფიციალურად - „ბაიერნმა“ მინ-ჟაე კიმი შეიძინა #1TVSPORT

„ნაპოლისა“ და სამხრეთ კორეის ნაკრებისმცველი მინ-ჟაე კიმი „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდა, – წერს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

ტრანსფერის შესახებ უკვე ოფიციალურად გამოცხადდა. აღნიშნავენ, რომ კიმის ხელში ჩასაგდებად „ბაიერნს“ აქტიურ კონკურენციას უწევდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, მაგრამ გერმანიის ჩემპიონმა კორეელისთვის ბრძოლა მოიგო.

მიუნხენურმა კლუბმა კიმის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა და მცველთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.