ოფიციალურად - „ბაიერნმა“ და უპამეკანომ კონტრაქტი გააგრძელეს #1TVSPORT
ოფიციალურად - „ბაიერნმა“ და უპამეკანომ კონტრაქტი გააგრძელეს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დაიოტ უპამეკანომ მიუნხენის „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბაიერნი“ უპამეკანოს 20-მილიონიან ბონუსს გადაუხდის კონტრაქტის გაგრძელებისთვის, ხოლო წლიური ხელფასი დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება.

უპამეკანო გერმანიის ჩემპიონის რიგებში ხუთი წლის წინ ჩაირიცხა. მას შემდეგ მან 180 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„ბაიერნის“ რიგებში 27 წლის ფეხბურთელმა სამჯერ მოიგო ბუნდესლიგა და სამჯერ – გერმანიის სუპერთასი.