მადრიდის „ატლეტიკომ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაცხადა ლისაბონის „ბენფიკას“ ფორვარდ ჟოაო ფელიქსის ტრანსფერის შესახებ.
დიეგო სიმეონეს კლუბმა წარადგინა 19 წლის თავდამსხმელის ვიდეო, რომელშიც იგი დელ პრადოს მუზეუმში იმყოფება. ვიდეორგოლში „ატლეტიკო“ პორტუგალიელს მიესალმება სიტყვებით: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჟოაო ფელიქს. ნამდვილი ტალანტი“.
ამ ფეხბურთელის ტრანსფერი „ატლეტიკოს“ 126 მილიონი ევრო დაუჯდა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ატლეტიკოში“ პორტუგალიელი ფორვარდი 6 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში.
გასულ სეზონზე ფელიქსმა 43 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტუგალიის ნაკრებში ვუნდერკინს ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.