ოფიციალურად - „ატლეტიკომ“ დიეგო სიმეონესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელება მთავარ მწვრთნელთან დიეგო სიმეონესთან.
არგენტინელმა სპეციალისტმა 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება.
სიმეონეს „ატლეტიკოსთან“ ერთად მოგებული აქვს ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპერთასი, ორჯერ ევროპის ლიგა და ამდენჯერვე ევროპის სუპერთასი. აგრეთვე, გუნდი ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ამჟამად, „ატლეტიკო“ მესამე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში – ერთი ქულით ჩამორჩება „რეალს“ და შვიდით „ბარსელონას“.
ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკო“ მომდევნო კვირას შეხვდება „იუვენტუსს“. მერვედფინალის პირველი მატჩი 20 თებერვალს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება.