არგენტინის ნაკრების ფორვარდი სერხიო აგუერო კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. კატალონური კლუბის პრესსამსახურმა ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
აგუერო „ბარსელონაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულებაში 32 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროა ჩაწერილი.
არგენტინელის ბოლო კლუბი „მანჩესტერ სიტი“ იყო. მანამდე მას „ინდეპენდიენტესა“ და „ატლეტიკოში“ უთამაშია.