ოფიციალურად - აბჟანდაძე და გიორგაძე კარიერას „მონტობანში“ გააგრძელებენ #1TVSPORT 
ოფიციალურად - აბჟანდაძე და გიორგაძე კარიერას „მონტობანში“ გააგრძელებენ #1TVSPORT 

საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე, თედო აბჟანდაძე და ოთარ გიორგაძე კარიერას ტოპ 14-ის „ბრივიდან“ პრო D2-ის „მონტობანში“ გააგრძელებენ, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

„23 წლის თედო აბჟანდაძემ კლუბი იმედისმომცემი დასაწყისის შემდეგ დატოვა. მან ტოპ 14-ის 3 სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასევე „ბრივის“ მაისურით ჩაატარა რამდენიმე მატჩი ჩელელენჯ ქაფზე. თედო სანაკრებო დონეზეც ირგებს ლიდერობას – ზაფხულის ტესტ-მატჩში იტალიასთან საქართველოს ნაკრების 28 ქულიდან 20 მის ანგარიშზეა.

26 წლის გიორგაძე „კლერმონში“ თამაშობდა, შემდეგ კი „ბრივში“. ცოტა ხნის წინ 193 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშეს ტოპ 14-ში 50-ზე მეტი მატჩი დაუგროვდა. ის საქართველოს ნაკრების წევრიცაა, სადაც 32 მატჩი აქვს ჩატარებული“, – წერია კლუბის განცხადებაში.