ოდიშარიასა და სილაგაძის „რიგასი“ ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის „რიგასმა“ ანდორას „სანტა კოლომა“ დამაჯერებლად, 7:0 დაამარცხა. (პირველი მატჩი 2:0) და პლეი ოფში ითამაშებს.
ქართველი ფეხბურთელებიდან ევროპის ლიგის საპასუხო მატჩში მხოლოდ ოდიშარიამ ითამაშა – „დინამო თბილისის“ ყოფილი შემტევი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, „ლიეპაიადან“ გადასული სილაგაძე კი სათადარიგოებში დარჩა.
„რიგასი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. პლეი ოფში ლატვიელების მეტოქე ლაშა დვალის აპოელ-ი იქნება. პირველი მატჩი 22 აგვისტოს რიგაში გაიმართება, საპასუხო – 29 აგვისტოს ნიქოზიაში.