ლატვიის საფეხბურთო კლუბმა, რფს-მ („რიგის ფეხბურთის სკოლა“), სადაც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე თამაშობენ, ლატვიის ჩემპიონატში სტუმრად აუტსაიდერი „გობინა“ 2:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე რფს-მ 90 ქულა დააგროვა, კონკურენტ „რიგას“ (84) ექვსი ქულით გაასწრო და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ, სულ კი ისტორიაში მესამედ მოიპოვა. რიგის გუნდი ლატვიის თასის მფლობელიც გახდა და სეზონი „ოქროს დუბლით“ დაასრულა.
ლაშა ოდიშარიამ ლატვიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ლუკა სილაგაძე 8 მატჩში ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.