ოჩიგავამ 89-ე წუთზე გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა - გუგეშაშვილი სასტარტოში იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ოჩიგავამ 89-ე წუთზე გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა - გუგეშაშვილი სასტარტოში იყო [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანში პრემიერლიგის მე-18 ტური დასრულდა და ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობამ თავიანთ კლუბებში ითამაშეს. „ზირაში“, რომელმაც „სუმგაიტი“ 1:0 დაამარცხა, დავით ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ამჯერად გოლი არ გაუტანია, 41-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

ლუკა გუგეშაშვილმა „ყარაბაღის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, მიუხედავად იმისა, რომ კონფერენს-ლიგის პლეიოფშიმარსელთან“ დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებდნენ. 22 წლის მეკარე ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო „გაბალასთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 5:1 მოიგო.

ბაქოს „შაფა არენაზე“ „კეშლასა“ და „საბაჰის“ შეხვედრის ბედი ქართველმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა. მასპინძელთა რიგებში მერაბ გიგაურმა შეუცვლელად ითამაშა, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო მიხეილ ერგემლიძე, რომელიც 46-ე წუთზე შეცვალეს. მაგრამ მთავარი როლი მოედანზე მყოფმა მესამე ქართველმა შეასრულა.

89-ე წუთზე კუთხურიდან გათამაშებული ბურთი „კეშლას“ კარში ზურაბ ოჩიგავამ გაგზავნა და „საბაჰს“ 3 ქულა მოუტანა – 0:1. ოჩიგავა 26 წლის მარცხენა მცველია, კიევის „დინამოს“ აღზრდილია, უთამაშია „მარიუპოლში“, დონეცკის „ოლიმპიკში“, „დნიპრო1“-ში, პოლტავასვოსკლაში“, ესტონურ „ლევადიაში“.

 

18 ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატს გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ (40) ლიდერობს, მეორეზე ვოლკოვისზირაა“ (34), „საბაჰი“ (23) მეხუთეზეა, ხოლო „კეშლა“ (15) მეექვსე პოზიციას იკავებს. ბომბარდირთა დავაში კი 10 გოლით ისევ დავით ვოლკოვი ლიდერობს.