დიდია იმის ალბათობა, რომ „დორტმუნდის“ გაბონელმა ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას კლუბი შეიცვალოს, – ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Express წერს.
კერძოდ, თავდამსხმელს „ლივერპულში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
როგორც ირკვევა, აფრიკელის შეძენით პირადად არის დაინტერესებული მერსისაიდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი, რომელიც „დორტმუნდის“ მწვრთნელობისას ფეხბურთელს ავარჯიშებდა.
იმ შემთხვევაში, თუ ობამეიანგი „ლივერპულში“ გადავა, ინგლისურ კლუბს დატოვებს ფორვარდი დანიელ სტარიჯი, რომელიც უკმაყოფილოა თავისი სათამაშო დროით. ინგლისელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა ნაკრებში ადგილი დაიბრუნოს და ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავროს.