ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, შესაძლოა, „ბარსელონას“ მოთამაშე გახდეს. წყაროს ცნობით, კატალონურ კლუბს უკვე აქვს შეთანხმება გაბონელთან ტრანსფერის თაობაზე.
იტყობინებიან, რომ „არსენალი“ არ აპირებს 30 წლის ფეხბურთელთან გამოთხოვებას, მაგრამ ტრანსფერის ალბათობა გაიზრდება, თუ ობამეიანგი თანხმობას განაცხადებს კატალონიაში გადაბარგებაზე.
„ბარსელონაში“ იციან „არსენალთან“ კონტრაქტის პირობების შესახებ. კერძოდ, ესპანური კლუბი ფლობს ინფორმაციას, რომ შეთანხმება მხარეებს შორის 2021 წელს იწურება. არადა, ლონდონურ კლუბს ამის შესახებ არსად გამოუცხადებია.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ძირითადი ფორვარდი ლუის სუარესი ოთხი თვით გამოვიდა მწყობრიდან ტრავმის გამო.
მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა 22 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.