ობამეიანგი „ბარსელონაში“ გადასასვლელად ემზადება, მისი ნათესავები უკვე გადაბარგდნენ კატალონიაში
ობამეიანგი „ბარსელონაში“ გადასასვლელად ემზადება, მისი ნათესავები უკვე გადაბარგდნენ კატალონიაში

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ბარსელონაში“ გადასასვლელად ემზადება.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sport წერს, კატალონელებმა მოთამაშეზე განაცხადი ჯერ კიდევ იანვარში გააკეთეს, მაგრამ მაშინ „არსენალმა“ უარი თქვა კაპიტნისა და საუკეთესო ბომბარდირის გაშვებაზე. წყაროს ცნობით, ზაფხულში ლონდონელები უკან დაიხევენ და სოლიდური თანხის სანაცვლოდ დათმობენ გაბონელ ფეხბურთელს, რათა ის თავისუფალი აგენტის რანგში არ დაკარგონ.

ობამეიანგის გარემოცვა იმდენად დარწმუნებულია ტრანსფერში, რომ მისი ოჯახის ნაწილი უკვე გადაბარგდა კატალონიაში.

ობამეიანგი – მეორე პრიორიტეტული სამიზნეა „ბარსელონასთვის“ შეტევის გასაძლიერებლად. პირველ ადგილზეა „ინტერის“ ფორვარდი ლაუტარო მარტინესი, თუმცა კატალონურ კლუბს, შესაძლოა მის შესაძენად ფული არ ეყოს.

30 წლის ობამეიანგს პრემიერლიგის 26 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.