ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში მე-11 ნომრად წარდგება
ევროვიზია 2024-ზე საქართელოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 9 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს.
Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.
საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, სერბეთი, ლიეტუვა, ხორვატია, ირლანდია, სლოვენია, ისლანდია, ფინეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ავსტრალია, აზერბაიჯანი და მოლდოვა.
თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10-10 ქვეყანა გადადის.
პირველ ნახევარფინალში გერმანია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი წარდგებიან, მეორე ნახევარფინალში კი – საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.