ნოზაძემ ტრავმა მიიღო - მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს ქართველების გარეშე დაიწყება | ძიუდო
დღეს,6 ივნისს, ბუდაპეშტში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს, თუმცა, საქართველოს პირველ დღეს მონაწილე არ ეყოლება. 60 კგ-ში თემურ ნოზაძეს უნდა ეასპარეზა, მაგრამ მან ვარჯიშზე მუხლისა კოჭის საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და ტურნირს დაემშვიდობა. მის ნაცვლად კი გუნდში ილია სულამანიძე (100კგ) დაამატეს.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას ხვალიდან შეეცდებიან. ნაკრების შემადგენლობა.
კაცები:
-66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი,
-73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი,
-81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე,
-90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი,
-100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი,ილია სულამანიძე,
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი,
ქალები:
-52 კგ. – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი
-57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ. – მარიამ ჭანტურია
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება ფინალური ბლოკი კი – 19:00.
ჩემპიონატის პროგრამა:
6 ივნისი: -48კგ, -60კგ
7 ივნისი: -52კგ, -66კგ
8 ივნისი: -57კგ, -73კგ
9 ივნისი: -63კგ, -81კგ
10 ივნისი: -70კგ, -90კგ
11 ივნისი: -78კგ, -100კგ
12 ივნისი: +78კგ, +100კგ
13 ივნისი: გუნდური ჩემპიონატი.