ამიერიდან დედაქალაქურ „საბურთალოს“ თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„52 წლის სპეციალისტმა „საბურთალოს“ მთავარ გუნდში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. შალამბერიძის დამხმარე მწვრთნელი გია ახალკაცი იქნება, რომელიც მასთან ერთად დუბლშემადგენლობაში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს სწორედ შალამბერიძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო.
შალამბერიძე მთავარ მწვრთნელად მას შემდეგ დაინიშნა, როდესაც „საბურთალოს“ აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ნოზაძემ თანამდებობა ადმინსიტრაციასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
„ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლაშას „საბურთალოში“ გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს, როგორც სამწვრთნელო საქმიანობაში, ასევე ცხოვრებაში“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.