ნოზაძე ბუდაპეშტის მასტერსის მეოთხედფინალში დამარცხდა და მედლისთვის რეპეშაჟში იბრძოლებს #1TVSPORT
ნოზაძე ბუდაპეშტის მასტერსის მეოთხედფინალში დამარცხდა და მედლისთვის რეპეშაჟში იბრძოლებს #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო მასტერსის ტურნირმა ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, მედლისთვის ბრძოლას კი ერთი მათგანი აგრძელებს.

შეჯიბრების მეოთხედფინალში თემურ ნოზაძე (60კგ) თურქ ილდიზს შეხვდა და იპონით დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

ტურნირის მერვედფინალში, დამატებით დროში იტალიელ ტონოილოსთან დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ასპარეზობა დაასრულა. ბუდაპეშტის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშნენ ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) და გიორგი სარდალაშვილი (60კგ).

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.