ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი არ ითამაშებს წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ტურნირზე მოხვედრა. მოუთმენლად ველოდი ამას, მაგრამ ტრავმის გამო ვერ შევძლებ თამაშს. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც კორტზე ჩემს ხილვას ელოდა. ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ. მალე შევხვდებით“, – დაწერა ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელში.

ტურნირი ტურინში 10-17 ნოემბერს გაიმართება. ჯოკოვიჩის ადგილი ანდრეი რუბლიოვმა დაიკავა. ასევე, მთავარი პრიზისისთვის ითამაშებენ: იანიკ სინერი (იტალია), ალექსანდრ ზვერევი (გერმანია), კარლოს ალკარასი (ესპანეთი), დანიილ მედვედევი, ტეილორ ფრიტცი (აშშ), კასპერ რუუდი (ნორვეგია), ალექს დე მინორი (ავსტრალია). სათადარიგოები იქნებიან: გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი) და სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი).