ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონტე კარლოს „მასტერსი" მძიმედ დაიწყო
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონტე კარლოს „მასტერსი" მძიმედ დაიწყო

მონტე კარლოს „მასტერსზე” მეორე წრე დაიწყო და ბრძოლაში ფავორიტები ჩაებნენ. თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. აშკარად გამოჩნდა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი შორს არის თავისი საუკეთესო ფორმისგან.

ჯოკოვიჩი ხვდებოდა გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ, მაიამის „მასტერსზე” დამარცხდა. ამჯერად, ნოვაკმა შეძლო რევანშის აღება, თუმცა, ძალიან გაუჭირდა ამის გაკეთება.

ჯოკოვიჩმა მხოლოდ ერთი ეისი ჩააწოდა და რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა. მეტოქეს 16 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელთაგანაც კოლშრაიბერმა მხოლოდ ოთხი გამოიყენა. სერბს ბრეიკ-პოინტების უკეთესი რეალიზაცია ჰქონდა (5/10) და ამის ხარჯზე შეძლო მოგება.

ნოვაკმა პირველ და მესამე სეტებში თითო ბრეიკის წყალობით მოიგო, მეორე სეტში კი, სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ საკუთარი გეიმი ოთხჯერ დათმო. საბოლოოდ, ორი საათისა და 37 წუთის ბრძოლის შემდეგ, ჯოკოვიჩმა 6:3, 4:6, 6:4 მოიგო. მისი შემდეგი მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიტცისა და არგენტინელი დიეგო შვარცმანის შეხვედრაში გაირკვევა.

დატოვე კომენტარი