მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოტოვებს პარიზის „მასტერსს“, რომელიც ნოემბერის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ დაწერა.
პარიზის ნაცვლად, სერბი აპირებს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში თამაშს. ეს ტურნირი 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაიმართება. პარიზის „მასტერსის“ ჩატარების ვადებია 2-8 ნოემბერი.
ცოტა ხნის წინ, ჯოკოვიჩმა როლან გაროსის ფინალში გააღწია, სადაც სამ სეტში დამარცხდა რაფაელ ნადალთან.