მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დარწმუნებულია, რომ რაფაელ ნადალი მოახლოებული „როლან გაროსის“ მთავარი ფავორიტია. ჯოკოვიჩის სიტყვები მოჰყავს ვებგვერდს tennisnow.com.
„ნადალი მთავარი ფავორიტია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. შემდეგ მოდიან დანარჩენები. ვფიქრობ, კარგი ტურნირი გამოვა. დომინიკ ტიმი დღეს ძალიან კარგად თამაშობს და ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, განსაკუთრებით გრუნტზე. ფონინიც მაღალი დონის ჩოგბურთს აჩვენებს. მან ეს დაამტკიცა მონტე კარლოში ნადალის წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ ხუთსეტიან ფორმატში მატჩებს შორის ერთდღიანი დასვენებებით, მოთამაშეებს საკმარისი დრო ექნებათ იმისთვის, რომ ფორმის პიკში იყვნენ. ყველა ცდილობს ოპტიმალურ კონდიციებს როლან გაროსისთვის მიაღწიოს. მოუთმენლად ველოდები ტურნირს და ვფიქრობ, ის ძალიან კარგი გამოვა“.
კვირას, რაფაელ ნადალმა რომის „მასტერსის“ ფინალში სამ სეტში დაამარცხა ჯოკოვიჩი.