ნოვაკ ჯოკოვიჩი მეორე ადგილზე გადავიდა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ადგილზე გატარებული დროის მიხედვით - სერბზე წინ მხოლოდ როჯერ ფედერერია
ნოვაკ ჯოკოვიჩი მეორე ადგილზე გადავიდა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ადგილზე გატარებული დროის მიხედვით - სერბზე წინ მხოლოდ როჯერ ფედერერია

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელ პიტ სამპრასს გაუსწრო პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში პირველ ადგილზე გატარებული დროის რაოდენობით.

სერბი ჩოგბურთელი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ჯამში 287 კვირის განმავლობაში იყო და დღესაც აგრძელებს ლიდერობას. სამპრასის მაჩვენებელი 286 კვირას შეადგენდა. ასე რომ, ჯოკოვიჩი შესაბამის სიაში მეორე ადგილზე გადავიდა და მხოლოდ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელიც 310 კვირის განმავლობაში იყო კლასიფიკაციის პირველი ნომერი. ტოპ-ხუთეულში ასევე შედიან ამერიკელები – ივან ლენდლი (270 კვირა) და ჯიმი კონორსი (268).

ორშაბათს, ჯოკოვიჩს ელოდება რომის „მასტერსის“ ფინალი, რომელშიც ის არგენტინელ დიეგო შვარცმანს შეხვდება.