ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსის „მასტერსში“ არ ითამაშებს #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსის „მასტერსში“ არ ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უარი თქვა ინდიან უელსის „მასტერსში“ თამაშზე, რომლის საპრიზო ფონდი ცხრა მილიონ დოლარს აღემატება. ამის შესახებ სერბმა ჩოგბურთელმა საკუთარ „ინსტაგრამში“ დაწერა.

„ვწუხვარ, რომ ვერ შევხვდები ჩემს ფანებს ინდიან უელსში და ვერ შევძლებ ჩემს საყვარელ ადგილას თამაშს. იმედია, მომდევნო წელს შევხვდებით ერთმანეთს“, – დაწერა ჯოკოვიჩმა.

ტურნირი კალიფორნიაში 7-17 ოქტომბერს გაიმართება. ჯოკოვიჩი ინდიან უელსის „მასტერსის“ ხუთგზის გამარჯვებულია.

ვარაუდობენ, რომ ჯოკოვიჩი გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს და 2021 წელს მხოლოდ დევისის თასის ფინალურ ტურნირში ითამაშებს, რომელიც 25 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე მადრიდში გაიმართება.