ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის „მასტერსში“ არ ითამაშებს #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის „მასტერსში“ არ ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ არ ითამაშებს ცინცინატის „მასტერსში“. ტურნირი 15-22 აგვისტოს გაიმართება და სერბს იქ ტიტული უნდა დაეცვა.

„ცოტაოდენი დრო მჭირდება, რათა ძალები აღვიდგინო ავსტრალიიდან ტოკიომდე რთული მოგზაურობის შემდეგ. ახლა, მთელს კონცენტრაციას ამერიკის ღია პირველობაზე გადავიტან და უფრო მეტ დროს გავატარებ ოჯახთან ერთად“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელიც ამ კვირას არც ტორონტოს „მასტერსში“ თამაშობს.

2021 წელს, ნოვაკს „დიდი სლემის“ სამი ტურნირი აქვს მოგებული და ინარჩუნებს შანსს – 1969 წლის შემდეგ პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდეს, ვინც კალენდარულ „დიდ სლემს“ მოიგებს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეოთხე ადგილი დაიკავა ერთეულებში და შერეულ წყვილებში.