ნოვაკ ჯოკოვიჩი - აშშ-ის ღიას გამოტოვება უიმბლდონის მოსაგებად დამატებით მოტივაციას მაძლევს #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი - აშშ-ის ღიას გამოტოვება უიმბლდონის მოსაგებად დამატებით მოტივაციას მაძლევს #1TVSPORT

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობის შესაძლო გამოტოვება დამატებითი მოტივაცია გახდება იმისთვის, რომ უფრო კარგად გამოვიდეს „დიდი სლემის“ მესამე ტურნირზე – უიმბლდონზე.

„ეს დამატებითი მოტივაციაა, რათა აქ წარმატებით ვითამაშო. იმედია, შევძლებ ძალიან კარგი ტურნირის ჩატარებას, როგორც ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა.

მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია. სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს მართლაც აშშ-ზეა დამოკიდებული. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ნებას დართავს თუ არა არავაქცინირებულ ადამიანებს ქვეყანაში შესვლაზე“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები გაზეთ „ეკიპს“.