მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოაცხადა, რომ შეიძლება გამოტოვოს აშშ-ის ღია პირველობა.
„მოთამაშეთა უმრავლესობა, რომლებსაც მე ველაპარაკე, ძალიან ნეგატიურად არიან განწყობილნი ამერიკაში მგზავრობასთან დაკავშირებით. დღეისთვის ისეთი მდგომარეობაა, რომ მე, დიდი ალბათობით, სეზონს სექტემბერში, გრუნტზე დავიწყებ“, – აღნიშნა სერბმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობა დაგეგმილია 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე.
უფრო ადრე, იგივე განწყობა გამოამჟღავნა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. ესპანელის თქმით, დღეს რომ ტარდებოდეს აშშ-ის ღია პირველობა, ის ნიუ იორკში გამგზავრებაზე უარს იტყოდა.