ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობიდან მოხსნეს – მან მსაჯს ბურთი გაარტყა (ვიდეო)

00:46, 07.09.2020

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობაზე დისკვალიფიკაცია მიიღო და ტურნირს ვეღარ გააგრძელებს.

ჯოკოვიჩი ჩემპიონატიდან ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან მერვედფინალისას ხაზის მსაჯისთვის ბურთის მორტყმის გამო მოხსნეს. ინციდენტი პირველი სეტის მე-11 გეიმის შემდეგ მოხდა, როცა ჯოკოვიჩმა საკუთარი მოწოდება წააგო და ანგარიშით 5:6 ჩამორჩა.

ნოვაკი 10 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა სუპერვაიზერს იმის ასახსნელად, რომ ბურთი მსაჯის მიმართულებით შემთხვევით გაუშვა.

კარენო ბუსტა მეოთხედფინალში კანადელ დენის შაპოვალოვსა და ბელგიელ დავიდ შოფენს შორის მოგებულს შეხვდება.

https://twitter.com/i/status/1302706136026669059

https://twitter.com/i/status/1302701089138106377

მსგავსი