ნოვაკ ჯოკოვიჩი - არ ვგრძნობ თავს ისეთ მოხუცად, რომ კარიერა დავასრულო #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი - არ ვგრძნობ თავს ისეთ მოხუცად, რომ კარიერა დავასრულო #1TVSPORT

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ ჯერ არ აპირებს პროფესიული კარიერის დასრულებას.

„არ ვგრძნობ თავს ისეთ მოხუცად, რომ კარიერა დავასრულო. ჩემი სხეული ჯერ ისევ მემსახურება და მიჯერებს. ეს მნიშვნელოვანია, როცა 35 წლის ასაკს აღწევ.

დღეს მე მინდა გავაგრძელო კარიერა, თავს კარგად ვგრძნობ, შემიძლია კონკურენცია გავუწიო ახალგაზრდობას და ვიყო მოგების ერთ-ერთი კანდიდატი „დიდი სლემის“ ტურნირებზე“, – განაცხადა 35 წლის ჯოკოვიჩმა.