ნორვეგიული გამოცემა - ზლატანის დაბრუნება შრომისმოყვარე ქართველების ჩრდილში მოექცა #1TVSPORT
როგორც შვედეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკრებში დაბრუნებამ საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა კოკემ „მარკასთან“ საქართველოს ნაკრებს მადლობა გადაუხადა.
„ვიცოდით, რომ საკუთარ თამაშზე და შედეგზე ვიყავით დამოკიდებული. დღევანდელი თამაში საბერძნეთთან უმნიშვნელოვანესი იყო. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველომ ჩვენთვის ძალიან კარგი რამ გააკეთა“, – განაცხადა კოკემ.
„მარტის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა, მაგრამ გუნდი ძალიან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. 40 წლის ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებთან თამაში შრომისმოყვარე ქართველების ჩრდილში მოექცა“, – წერს ნორვეგიული გაზეთი VG.
Svt sport: „შვედეთს ბათუმში მძიმე დარტყმა მიაყენეს. მიუხედავად მრავალი შანსისა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან მატჩის გამარჯვებული 93-ე ადგილზე მყოფი საქართველო გამოვიდა. საქართველომ შვედეთის შეტევა მოიგერია და მეორე ტაიმში ორჯერ დაარტყა. ხვიჩა კვარაცხელია გახდა გმირი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა“.
„გუნდი და ზლატანი. ისევ. გარემო უარესია – ისევ. ვერც ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა და ვერც შვედეთის ნაკრებმა ჯერ ვერ მოახერხეს ზლატანისა და სხვებისგან მაქსიმუმის გამოწურვა. ამავე დროს, იგი დაემსგავსა სადგურს, სადაც ბურთებს აგზავნიან. ეს ყველაფერი მსოფლიო დონის მოთამაშის ნაცვლად ვნახეთ. ისევ ისე, რაც აქამდე იყო“, – წერს ცნობილი შვედი მიმომხილველი ოლა ველსტრომი Twitter-ზე.