ნორვეგიული გამოცემა - საქართველოსთან მატჩის შემდეგ სტრანდბერგსა და ოსტიგორს შორის კონფლიქტი მოხდა #1TVSPORT
ნორვეგიული გამოცემა - საქართველოსთან მატჩის შემდეგ სტრანდბერგსა და ოსტიგორს შორის კონფლიქტი მოხდა #1TVSPORT

სტეფან სტრანდბერგმა და ლეო ოსტიგორმა მატჩის დასრულების შემდეგ მწვავედ იკამათეს, მაგრამ არავის სურს იმის თქმა, თუ რატომ გაბრაზდა ვეტერანი მოთამაშე, – ინფორმაციას გამოცემა VG ავრცელებს.

„ალექსანდრე სერლოტის ლამაზმა გოლმა საქართველოში სამი ქულის მოპოვების საშუალება მოგვცა, მაგრამ ნორვეგიის ნაკრების დაცვის შეცდომით გიორგი მიქაუტაძემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

„გოლის დროს ლეო უკან უნდა ყოფილიყო. ეს ალბათ სტეფანს გაუკვირდა. ამ დონეზე მსგავსი შეცდომები არ უნდა მოგვდიოდეს“, – განუცხადა VG-ს გუნდის მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა.

სტრანდბერგსა და ოსტიგორს შორის მატჩის შემდეგ აშკარად ცუდი რამ ხდებოდა. პირველი ამბობს, რომ მას „ცუდი განცდა“ აქვს და რომ ნორვეგია იმსახურებდა გამარჯვებას.

მატჩის შემდეგ სტრანდბერგმა კითხვაზე – „ისე ჩანდა, რომ იჩხუბეთ“, უპასუხა: „ვფიქრობ, ორ კარგი თამაში ვითამაშეთ და ძნელია შეეგუო იმას, რომ მხოლოდ ქულა ავიღეთ“.

ვალერენგას“ ფეხბურთელი პრესის ზონაში გაღიზიანებული ჩანდა და VG-სთან ინტერვიუს დროს სხვა ჟურნალისტის მიკროფონს ხელი ჰკრა. ლეო ოსტიგორმა კი უარყო, რომ ეს იყო კონფლიქტის მიზეზი.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მარტინ ოდეგაარდმა ხელიდან გაუშვა დიდი შანსი, როცა ბურთი ღია ბადეზე გადააგდო და იმედგაცრუებული იყო: „გუნდს წარმატების მიღწევა ძალიან სურდა. როცა ვერ აღწევ იმ გამარჯვებას, რასაც იმსახურებ, ეს ძნელი გადასატანია, მაგრამ ვერ გავჩერდებით. წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩია“, – წერს ნორვეგიული გამოცემა.