ნორვეგიის პატარა ზღვისპირა ქალაქ ფეუსკეში, ხუთი წლის ბიჭმა სახელად სიგვემ, სანაპიროზე იპოვნა ბოთლი, რომელიც წერილი იყო, – იტყობინება vg.no.
ბოთლის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წერილი უცხო ენაზე იყო დაწერილი, ამიტომაც, სიგვეს დედამ წერილი თავისი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა და მეგობრებს თარგმნა სთხოვა.
შინაარსი შემდეგი აღმოჩნდა:
„მოყევით, როგორ მოხვდა თქვენთან ეს წერილი? მე მქვია ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი. გადავწყვიტე, გავგზავნო შეტყობინება ბოთლით და თქვენ გაგიმართლათ, რომ ის აღმოაჩინეთ. თუ გინდა კარგი ფეხბურთელი გამოხვიდე, ბევრი უნდა იმუშაო.“
როგორც ბავშვის დედამ თქვა, ნაპირზე ხშირად ირიყება ბოთლები.
„ჩვეულებრივ, ნაპირზე გამორიყული ბოთლები უბრალო ნაგავია და ჩვენ მათ ვყრით. წერილი პირველად მივიღეთ. იქნებ, ვინმემ გაიგოს ნეიმარისგან, მართლა მისი დაწერილია თუ არა?“ – თქვა ლენა-კრისტინ ჰიუნსტადმა.