ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - ესპანეთთან ქულას ვიმსახურებდით, მსაჯმა პენალტები არ დაგვინიშნა #1TVSPORT
ნორვეგიამ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (საქართველოს ჯგუფში) დიდი წინააღმდეგობა გაუწია ესპანეთს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა (0:3). მატჩის შემდეგ კომენტარი ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა გააკეთა.
„80 წუთი ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ვფიქრობ, ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ მატჩის ბოლოს ორმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალა. როდესაც მეტოქე 2:0 დაწინაურდა, გასაგები გახდა, რომ ქულასაც ვერ ავიღებდით. ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ბიჭები ზუსტად იმას აკეთებდნენ, რასაც ვარჯიშზე ვთხოვდით“, – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა.
ნორვეგიელები უკმაყოფილო დარჩნენ მსაჯობით – ედეგორმა და სორლოტმა ყვითელი ბარათebი არბიტრის გადაწყვეტილებების გაპროტესტების გამო მიიღეს. სოლბაკენმა მსაჯობასთან დაკავშირებით ხისტი კომენტარი გააკეთა და წაგებაში ფრანგი არბიტრი ბენუა ბასტიენი დაადანაშაულა. მწვრთნელის თქმით, მან ესპანელთა კარში ორი პენალტი არ დანიშნა.
„პირველ ტაიმში აშკარა პენალტი იყო – ჩვენი მოთამაშე დარტყმას ასრულებდა და მცველი ამ დროს ეუხეშა. შემდეგაც იყო ეპიზოდი, როდესაც პენალტს ვიმსახურებდით, ფრანგმა არბიტრმა კი გაუგებარი რეაქცია გამოავლინა“, – განაცხადა სოლბაკენმა.