ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - დღეს ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით #TVSPORT
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა საქართველოს ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ „ბათუმი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
„რა იყო დღეს ყველაზე დიდი სიურპრიზი საქართველოს ნაკრების მხრიდან? მინდა, გითხრათ, რომ განსაკუთრებული მოულოდნელობა მეტოქეს არ შემოუთავაზებია.
არა მგონია, რომ მეორე ტაიმში უპირატესობა ხელიდან გაგვექცა. უბრალოდ, რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ და საქართველომ კარგი კონტრშეტევები განახორციელა.
ამის მიუხედავად, მგონია, რომ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ამდენ მომენტს რომ შექმნი, როდესაც მასპინძლებს გოლის გატანის 2-3 შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მგონია, ეს ცუდ თამაშზე მიუთითებდეს.
საქართველოს ნაკრების შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცოდით, მიქაუტაძეც არ იყო სიურპრიზი. ასევე გამოვარჩევ მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც დღეს შესანიშნავი მატჩი ჩაატარა“, – განაცხადა სტალე სოლბაკენმა.