ნორვეგიის მძლეოსანთა ნაკრები სასტუმროსგან ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს
ნორვეგიის მძლეოსანთა ნაკრებს განზრახული აქვს, უკან დაიბრუნოს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონტზე სასტუმროში გადახდილი ფული, რადგან მათ ძალიან დაბალი დონის მომსახურება შესთავაზეს და საცხოვრებლად სხვა სასტუმროში გადავიდნენ.
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ სპორტსმენთაგან მოწამლულები არ არიან“, – ციტირებს რუსული სააგენტო „ტასსი“ ნორვეგიის ნაკრების ლიდერ ერლენდ შლოკვიკს. – „რაც შეეხება ფულის დაბრუნებას, ამის შესახებ გუშინ ჩვენ შეხვედრა გვქონდა და პასუხს ველოდებით“.
ცოტა ხნით ადრე, დოჰას სასტუმროთი უკმაყოფილო სიმაღლეში ხტომაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მარია კლასიცკენეც გახლადათ.