ნორვეგიის ელჩი - ველოდებით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში
ნორვეგიის ელჩი - ველოდებით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში

ძალიან ველოდებით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, – განაცხადა საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენა სანდ ანდერსენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ელჩი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ამჯერად არ არის ჩამოსული ქვეყანაში.

„ეს ზრდის ადგილობრივი დამკვირვებლების როლს და ჩვენ ასევე, უშუალოდ ნორვეგიის საელჩო, მხარს ვუჭერთ ახალგაზრდა ქართველ იურისტებს, ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობას და სხვებს. ასევე, შევუერთდებით სხვა საელჩოებთან ერთად დიპლომატიურ ზედამხედველობას არჩევნების პროცესზე. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ პროფესიონალებს არ ჩავანაცვლებთ, თუმცა მივყვებით მათ მეთოდოლოგიას და შევეცდებით, მაქსიმალურად დავინახოთო, რომ არჩევნები მიდის თავისუფლად და სამართლიანად“, – განაცხადა ნორვებიის ელჩმა.

დატოვე კომენტარი