ნორვეგიელი საფეხბურთო ექსპერტი - საქართველოსთან აშკარა პენალტი არ იყო, მსაჯმა ამიტომაც არ დანიშნა #1TVSPORT
ნორვეგიელი საფეხბურთო ექსპერტი - საქართველოსთან აშკარა პენალტი არ იყო, მსაჯმა ამიტომაც არ დანიშნა #1TVSPORT

ნორვეგიის ახალი ამბების ინტერნეტტელევიზია TV2.no-ზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის ბოლო წუთზე მომხდარი ეპიზოდი განიხილეს, სადაც ექსპერტმა განახცადა, რომ მასპინძელთა კარში პენალტი დასანიშნი არ იყო.

შეგახსენებთ, რომ მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ალექსანდერ სორლოტი შეიჭრა. მის გადაცემას გურამ კაშია გადაეღობა, რომელსაც ბურთი ჯერ თავზე მოხვდა, შემდეგ კი – ხელზე. სტუმრები პენალტს ითხოვნენ, მაგრამ ლატვიელმა ანრის ტრიემანისმა კუთხური დანიშნა.

სტოლ სოლბაკენის შეგირდებმა საქართველოს წინააღმდეგ ალექსანდრე სორლოტთან ერთად თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა. ამრიგად, ნორვეგიელებმა ბათუმში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ნორვეგიამ ხელით თამაშისთვის პენალტი მოითხოვა, მსაჯები დიდხანს ყოყმანობდნენ, მაგრამ თამაშის გაგრძელება გადაწყდა.

TV2-ის საფეხბურთის ექსპერტი იესპერ მატისენი თავიდან უკმაყოფილო იყო, რომ მატჩის რეპორტაჟის დროს ეპიზოდი განმეორებით არ აჩვენეს. მომენტის გამეორებების ყურების შემდეგ კი პენალტის შესახებ მოსაზრება შეცვალა.

„მიმაჩნია, რომ ეს აშკარა პენალტი არ იყო, მსაჯმა ამიტომაც არ დანიშნა“, – განაცხადა იესპერ მატისენმა.