ნორვეგიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებიდან ოთარ კიტეიშვილი გამოარჩიეს #1TVSPORT
ნორვეგიასთან ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან საუკეთესო შეფასება ოთარ კიტეიშვილმა მიიღო.
ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა პორტალმა, whoscored-მა „ჯვაროსნებში“ მესამე შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერა, ხოლო უარესი – ზურიკო დავითაშვილს, 5.8 ქულა.
Whoscored-ის შეფასებები:
კიტეიშვილი – 7.4
აზაროვი – 7.4
კვარაცხელია – 7.2
კვირკველია – 6.6
კალანდაძე – 6.6
ქოჩორაშვილი – 6.4
მამარდაშვილი – 6.5
კაშია – 6.2
მიქაუტაძე – 6.0
გოჩოლეიშვილი – 6.0
დავითაშვილი – 5.8
შეცვლაზე შესულები:
ზივზივაძე 6.9, მამუჩაშვილი 6.9, ჩაკვეტაძე 6.7, მექვაბიშვილი 6.4.
საინტერესოა, რომ ვებგვერდმა ნორვეგიელთა შორის საუკეთესო შეფასება არა ორი საგოლე გადაცემის ავტორს, ანტონიო ნუსას (8.1) დაუწერა, არამედ მარტინ ოდეგორს (8.5), ხოლო მესამე შეფასება ერლინგ ჰალანდმა მიიღო (7,5).
განსხვავებულ შეფასებას აქვეყნებს მეორე ანალიტიკური პორტალი sofascore.com-ი. კიტეიშვილს მანაც საუკეთესო შეფასება დაუწერა, მეორეზე ბუდუ ზივზივაძეა (7,1), ხოლო მესამეზე დებიუტანტი სანდრო კალანდაძე (7,0).
Sofascore-ის შეფასებები:
კიტეიშვილი – 7.6
კალენდაძე – 7.0
კვარაცხელია – 6.9
კვირკველია – 6.9
კაშია – 6.8
მამარდაშვილი – 6,7
ქოჩორაშვილი – 6.7
აზაროვი – 6.7
მიქაუტაძე – 6.4
გოჩოლეიშვილი – 6,3
დავითაშვილი – 6.1
შეცვლაზე შესულები:
ზივზივაძე 7.1, მამუჩაშვილი 6.9, ჩაკვეტაძე 6.8, მექვაბიშვილი 6.8