ლეგენდარული ნორვეგიელი ბიატლონისტი ჰალვარ ჰანევოლდი მშობლიურ ქალაქ ასკერში მდებარე საკუთარ სახლში 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ნორვეგიულმა გამოცემა „ნეტავისენმა“ (Nettavisen) დაწერა, ბიატლონისტის სიკვდილის მიზეზი არ სახელდება.
ჰანევოლდმა ბიატლონში ვარჯიში საკმაოდ გვიან, 15 წლის ასაკში დაიწყო. მას პროფესიულ დონეზე დებიუტი 1991-1992 წლების სეზონზე ჰქონდა. ნორვეგიელი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია: მან მოიგო 1998 წელს, ნაგანოში (იაპონია) ინდივიდუალური რბოლა, ოთხი წლის შემდეგ გაიმარჯვა სოლტ-ლეიკ-სიტიში (აშშ) ესტაფეტაში და 2010 წელს, ამავე დისციპლინაში მოიგო ოქრო ვანკუვერში (კანადა).
ასევე ჰანევოლდის ანგარიშზეა ოლიმპიადებზე ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო და ხუთი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატებზე.
ჰანევოლდმა კარიერა 2010 წელს, 40 წლის ასაკში დაასრულა.