ნორვეგიამ თხილამურებით სწრაფრბენაში (4x10 კმ. ესტაფეტა) მორიგი გუნდური მედალი მოიგო
იოჰანეს ჰოსფლოთ კლებომ 4×10 კმ. ესტაფეტაში ნორვეგიას მორიგი ოქრო მოუტანა და პირველი სინჯის მედლების რაოდენობით გერმანიას გაუთანაბრა.
ოლიმპიურმა ათლეტებმა რუსეთიდან ვერცხლის მედალი მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო საფრანგეთს ერგო. ნორვეგიამ სპორტის ამ სახეობაში 2002 წლის შემდეგ ოქრო პირველად მოიპოვა.
კლებოსთან ერთად გუნდში მარტინ სანდბი, დიდრიკ ტონესი და ჰეგსტად კრუგერი იყვნენ.
საფრანგეთი და ნორვეგია ესტაფეტის მეოთხე ეტაპის წინ თანაბრად იყვენ, ხოლო რუსეთი მათ 16.2 წამით ჩამორჩებოდა. ესტაფეტის მიწურულს სპიტსოვი ლიდერებს წამოეწია და მცირე ხნით კლებოსაც გადაუსწრო, თუმცა საბოლოო ჯამში კლებომ გამარჯვება მოახერხა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე