ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფების განმეორებითი მატჩები დღეს გაიმართა და ორივეში ლიგა 3-ის გუნდმა გაიმარჯვა.
„ნორჩმა დინამომ“ ტყიბულის „მეშახტე“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, შინ კი თბილისში, „შატილის“ სტადიონზე 4:0 სძლია. გოლები გაიტანეს გოგი ფიფიამ, იაგო დეისაძემ, 40 წლის ვეტერანმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ვანო შენგელიძემ.
„თელავთან“ პირველი შეხვედრის წაგების (1:2) შემდეგ, „გურიას“ ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მოგება აწყობდათ, მაგრამ ლანჩხუთელებმა ეს ვერ მოახერხეს. თელაველთა თავდამსხმელის, გიორგი ნიქაბაძის გოლს მასპინძლებმა 76-ე ალექსანდრე შენგელიას ზუსტი დარტყმით უპასუხეს, შეხვედრა კი 1:1 დასრულდა და ეს ტრადიციული გუნდი მომავალ სეზონში ლიგა 3-ში ითამაშებს.
ამგვარად, „ნორჩ დინამოსთან“ ერთად, ეროვნული ლიგა 2-ის საგზური „თელავმა“ მოიპოვა.