ნონიკაშვილმა „შახტარს“ გაუტანა - აზაროვი დონეცკელთა შემადგენლობაში გამოჩნდა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის „შახტარი“ უკრაინის პრემიერლიგაში შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასს“ დაუპირისპირდა და 5:1 აჯობა. ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დონბასელების ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი გამოჩნდა და შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც ნონიკაშვილმა.
შეხვედრის გმირი გიორგი სუდაკოვი იყო, რომელმაც პოკერი შეასრულა. დონეცკელების კაპიტანმა პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა, შესვენების შემდეგაც ამდენივე (ერთი ზუბკოვის ანგარიშზეა) და გუნდი სოლიდური უპირატესობით დააწინაურა. მე-60 წუთზე შოთა ნონიკაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ხელმეორედ დაარტყა და სხვაობა შეამცირა.
„ჟიტომირმა“ შინ პოლტავას „ვორსკლა“ 2:1 დაამარცხა. გიორგი მაისურაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ნიკა გაგნიძე კი „კოლოსის“ ფორმით მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა „ლივი ბერეგთან“ (0:0) დაპირისპირებაში.
ლუკა ლაცაბიძე კი 76-ე წუთზე გამოჩნდა „ჩერნომორეცში“, რომელმაც საშინაო დაპირისპირება „ობოლონს“ მოუგო 1:0. გიორგი კუცია „ვერესის“ განაცხადში არ იყო, რომელმაც საკუთარ მოედანზე ლუჰანსკის „ზორიას“ 2:1 სძლია.