საბერძნეთის პორტო კარასში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა 23-ე საკლუბო ჩემპიონატებზე ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონა“-მ კვლავ გამარჯვება მოიპოვა.
“ნონა”-ს წევრებმა მესამე ტურის პარტია რუსეთის “უგრა”-ს 2,5:1,5 მოუგო.
ძაგნიძე ნანა 1/2 – 1/2 უშენინა ანა ;
პოგონინა ნატალია 1/2 – 1/2 ბაციაშვილი ნინო ;
ჯავახიშვილი ლელა 1 – 0 გირია ოლგა;
ნეჩაევა მარინა 1/2 – 1/2 ხოტენაშვილი ბელა.
მეოთხე ტურში ბათუმის “ნონა” საფრანგეთის “მიულჰაუს ფილიდორი”-ს მეტოქე იქნება.
საჭადრაკო კლუბი “ნონა” სამი ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.