ნონა გაფრინდაშვილი - „ჭადრაკის ფედერაცია ტურნირებით ახალგაზრდებს ხელს უწყობს“
ნონა გაფრინდაშვილი - „ჭადრაკის ფედერაცია ტურნირებით ახალგაზრდებს ხელს უწყობს“
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გათამაშება – ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის სახელობის ტურნირი სამ კატეგორიაში ტარდება.
 
საზეიმო გახსნაზე მონაწილეობს თავად ნონა გაფრინდაშვილმა მიმართა.
„სასიამოვნოა, რომ ტურნირზე ამდენი მონაწილე გვსტუმრა. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ. ამავე დროს, სტუმრებს ვუსურვებდი, რომ თბილისიდან საუკეთესო შთაბეჭდილებებით წასულიყვნენ. მიმაჩნია, რომ ყოველი ასეთი ტურნირი წინგადადგმული ნაბიჯია. მადლობა ჭადრაკის ფედერაციას, რომელიც ტურნირებს ხშირად ატარებს და ამით ახალგაზრდების წინსვლას ხელს უწყობს“, – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.
შეჯიბრება წარომადგენლობითია – მთავარი პრიზისთვის 13 ქვეყნის 250 მოჭადრაკე იბრძოლებს. ორაგანიზატორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ჭადრაკის ფედერაცია არიან.
სამივე კატეგორიის გამარჯვებულები ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია.