ნოიერსა და გორეტცკას კორონავირუსი აქვთ – ისინი ერთა ლიგის დარჩენილ ორ ტურში ვერ ითამაშებენ #1TVSPORT

13:33, 22.09.2022

გერმანიის ნაკრების ორ ფეხბურთელს – მეკარე მანუელ ნოიერსა და ნახევარმცველს ლეონ გორეტცკას კორონავირუსი შეეყარათ.

„ბაიერნის“ ფეხბურთელებმა დადებითი სინჯები გერმანიის ნაკრების შეკრებისას ჩააბარეს და იზოლაციაში გადავიდნენ. მათ უკვე დატოვეს ეროვნული გუნდის რიგები.

ნოიერი და გორეტცკა ვერ ითამაშებენ ერთა ლიგის დარჩენილ ორ მატჩში – 23 სექტემბერს უნგრეთთან და 26 სექტემბერს – ინგლისთან.

მანუელ ნოიერის ნაცვლად, გერმანიის ნაკრებში „ჰოფენჰაიმის“ მეკარე ოლივერ ბაუმანი გამოიძახეს.

მსგავსი