ნოიერმა შეაჩერა მინდორზე ვარჯიშები და ინდივიდუალურად ემზადება #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარის მანუელ ნოიერის აღდგენა დროში გაიწელა.
გასული წლის დეკემბერში 37 წლის მეკარემ თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და დასრულებული სეზონის მეორე ნაწილი სრულად გამოტოვა.
როგორც გერმანული გაზეთი „ბილდი“ წერს, ბოლოს მინდორზე მოვარჯიშე ნოიერი 27 ივლისს ნახეს. წერენ, რომ 5 აგვისტოს მეკარე ისევ შეამჩნიეს „ბაიერნის“ საწვრთნელ ბაზაზე, ის ვარჯიშობდა არა მიუნხენელთა სხვა მეკარეებთან ერთად, არამედ ინდივიდუალურად სატრენაჟორო დარბაზში ფიზიოთერაპევტის ხელმძღვანელობით.